Friday, June 29, 2018

29 ივნისი.ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე.გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.ვიხელმძღვანელეთ ინტელის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოთი.პროექტის გეგმაში შევიტანეთ შეფასების ინსტრუმენტები.power point-ის პროგრამაში გავაკეთეთ სლაიდები სადაც მოკლედ მიმოვიხილეთ ჩვენს მიერ წამოწყებული პროექტი.

Wednesday, June 27, 2018

ინტელის ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე.გავეცანით ncp.ge საიტს და ვისარგებლეთ ეროვნული სასწავლო გეგმით,გავეცანით გამჭოლ კომპეტენციებს.სასწავლო გეგმის შევსებისას გავეცანით გრაფას სადაც მოცემული იყო კითხვები;ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.ამ სიახლის გაცნობაში დაგვეხმარა ინტელის სასწავლო კურსი.შევავსეთ რამოდენიმე კითხვარი რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

Friday, June 22, 2018

ინტელის ტრენინგის მეორე დღეს გადმოვტვირთეთ ბუკლეტის შაბლონები,შევარჩიეთ პროექტის თემა,განვიხილეთ მისაღწევი მიზნები სადაც ხაზია გასმული ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.გადმოვტვირთეთ ბუკლეტის გასაფორმებელი სურათები .

Wednesday, June 20, 2018

დღეს პირველი დღეა ინტელის ტრენინგისა.  ნაყოფიერი და ინფორმაციული აღმოჩნდა ჩვენთვის პროექტებით სწავლების ტრენინგი. შევისწავლეთ ბლოგის შექმნა.გავეცანით სხვადასხვა სასწავლო პროექტებს.შევქმენით ახალი საქაღალდეები, სადაც გადმოვტვირთეთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციები.მადლობას ვუხდით ბატონ მერაბს გაწეული შრომისათვის.

დღეს ინტელის სასწავლო კურსის მეექვსე დღეა.გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. და შეფასების კრიტერიუმები-როგორც განმავიტარებელი ასევე გა...